მარკოიშვილის 17 ქულა და გალათასარაის კარის გაჯახუნება ევროთასიდან

მარკოიშვილის 17 ქულა და გალათასარაის კარის გაჯახუნება ევროთასიდან

რაც თუქრულ „გალათასარაიში“ გადავიდა, მანუჩარ მარკოიშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თურქულ გუნდს 17 ქულა მიაშველა, რითაც „ცრვენა ზვეზდას“ დამარცხებაში ლომის წილი დაიდო. შეხვედრა ევროთასის ეგიდით ჩატარდა და სამწუხაროდ, მიუხედავად გამარჯვებისა, სტამბოლელები ამ ტურნირს გამოეთიშნენ.
 

 
„ცრვენა ზვეზდა“ მასპინძლებს ბოლომდე გაუძალიანდა, თუმცა „გალათასარაიმ“ მეტოქეს ძლევა მაინც მოახერხა. პირველი ტაიმის შემდეგ 7 ქულით დაწინაურებულმა სტამბოლელებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს და 7 ქულით აქეთ ჩამორჩნენ -70:77. გადამწყვეტ ათწუთეულში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ დრამატულ ფინალში, ერთი ქულის სხვაობით – 85:84 გაიმარჯვეს.
 
სტამბოლელთა წარმატებაში სოლიდური წვლილი ქართველმა ლეგიონერმა დაიდო. მარკოიშვილმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო, საწყის მეოთხედში 10 ქულა ჩააგდო, ხოლო მეორე პერიოდში 3 წუთი ითამაშა და მონაგარი 12 ქულამდე შეავსო. დარჩენილ დროში ქართველმა უკანახაზელმა თამასა 17 ქულამდე გაზარდა და საბოლოოდ ენდერ არსლანთან ერთად „გალათასარაის“ ბომბარდირი გახდა.
 
ქულების სიუხვის პარალელურად მარკოიშვილი სხვა კომპონენტებში ვერ გამოირჩა. მრავალწლიანი კარიერის მანძილზე პირველად მოხდა, როცა მანუჩარი თავის გუნდში ბომბარდირი გახდა და სხვა სტატისტიკური მაჩვენებელი არ მიუთვლია. „ცრვენა ზვეზდასთან“ მატჩში მარკოიშვილმა მოედანი მხოლოდ 17 ქულით და 2 დაკარგვით დატოვა. მან 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
 
ჯგუფის პარალელურ მატჩში ყაზანის „უნიკსმა“ გერმანიაში „ულმი“ 79:77 დაამარცხა და პირველ ადგილზე გავიდა. რაც შეეხება ჯგუფიდან პლეი ოფში გამსვლელ მეორე ადგილს, მას გერმანული კლუბი დაეპატრონა. „გალათასარაიმ“ და „ულმმა“ჯგუფური ეტაპი 3-3 მოგებ-წაგებით დაასრულეს, მაგრამ უპირატესობა და პლეი ოფში გამსვლელი მეორე ადგილი ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის მქონე გერმანულ კლუბს ერგო.
 
„გალათასარაის“ ასპარეზად მხოლოდ თურქეთის ჩემპიონატი დარჩა, სადაც მესამე ადგილზეა.
 

ჯგუფი L

ბურთების

შეფარდება

+/-
უნიკსი

4

2

461

443

18
ულმი

3

3

516

496

20
გალათასარაი

3

3

459

459

0
ცრვენა ზვეზდა

2

4

476

514

-38