მარკოიშვილის 19 ქულა და გალათასარაის გამარჯვება ქარშიაქასთან

მარკოიშვილის 19 ქულა და გალათასარაის გამარჯვება ქარშიაქასთან

მანუჩარ მარკოიშვილის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი „გალათასარაიში“. ქართველი უკანახაზელი 19 ქულით ბომბარდირი გახდა, მისმა გუნდმა კი თურქეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მოწინავე „ქარშიაქა“ 21 ქულის სხვაობით დაამარცხა – 94:73.
 
მარკოიშვილი ქარშიაქელ რობერტ დიქსონთან ერთად მატჩის ბომბარდირი გახდა. ქართველმა ლეგიონერმა 25 წუთი ითმაშა და 8-დან 5 სამქულიანი, 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჯამში მოგროვებულ 19 ქულას მარკოიშვილმა 3 მოხსნაც მიამატა. გალათასარაელთაგან 16-16 ქულა მიითვალეს მილან მაჩვანმა და ჩენქ აკიოლმა.
 
24 მატჩში მოპოვებული 21 გამარჯვებით „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატს ლიდერობს. მომდევნო ტურში, 6 აპრილს, „გალათასარაი“ ბურსაში „თოფაშს“ შეხვდება.