მარკოიშვილის 22 ქულამ “კანტუს” “ვენეციასთან” ვერ მოაგებინა

მარკოიშვილის 22 ქულამ “კანტუს” “ვენეციასთან” ვერ მოაგებინა

„კანადიან სოლარის“ ანალოგიური რამ შეემთხვა მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუს“. მესამე ადგილზე მყოფმა ქართველების გუნდმა მდევარ „ვენეციას“ უმასპინძლა და 73:78 დამარცხდა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაეწია „კანტუს“ და მესამე ადგილზე თავად დამკვიდრდა. კანტუელებმა კი უარესი ბურთების შეფარდების გამო მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს.
კანტუელებმა მარკოიშვილის დიდებული გარჯის მიუხედავად ვერაფერი გააწყვეს სერია A-ს  დებიუტან „ვენეციასთან“. მანუჩარმა სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. მან 34 წუთში 22 ქულა, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. მარკოიშვილი შესაშური სიზუსტით ესროდა: 6–დან 5 ორქულიანი, 6–დან 6 საარიმო და 4–დან 2 სამიანი. თავის გუნდში მარკოიშვილს ყველაზე მაღალი შედეგი ჰქონდა, თუმც კარგად გაისარჯა „კანტუს“ მეორე ქართველიც.

შერმადინი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და 10 ქულის მოსაგროვებლად 13 წუთი იკმარა. გიორგიმ 4–დან 3 ორქულიანი და 5–დან 4 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინი სხვა მხრივაც  აქტიურობდა და თავი 4 მოხსნას, 2 დაფარებას და 1 ჩაჭრასაც მოუყარა.
მომდევნო ბრძოლა სანიკიძის გუნდს 11 თებერვალს პესაროში, „სკავოლინისთან“ ელის. აქვე აღვნიშნოთ, რომ ამავე ტურში იოლი გამარჯვება მოიპოვა სერია A-ს მეოთხე ქართველის გუნდმა. „დინამო სასარიმ“ „ვანოლის“ 91:76 მოუგო, მაგრამ ნიკა მეტრეველი მხოლოდ სათადარიგოობას დასჯერდა და მოედანზე არ გამოჩენილა. „დინამო სასარის“ „კანტუს“ მსგავსად 11 მოგება და 8 მარცხი აქვს და მომდევნო მატჩს მილანში „არმანისთან“ გამართავს.