მარკოიშვილის 3 ქულა და მარცხი ევროთასის კრასნოდარულ მატჩში

მარკოიშვილის 3 ქულა და მარცხი ევროთასის კრასნოდარულ მატჩში

ევროთასის გათამაშების ნახევარფინალის პირველი მატჩი წააგო მანუჩარ მარკოიშივის გუნდმა. “რეჯიო ემილია” რუსეთს ესტუმრა და კრასნოდარში “ლოკომოტივ-ყუბანს” დაუპირისპირდა. იტალიურმა კლუბმა შეხვედრა 65:82 დათმო.

მარკიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ 20:44 წუთში 3 ქულა, 6 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მანუჩარმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ნახევარფინალური სერიის საპასუხო მატჩი 23 მარტს რეჯიო ემილიაში გაიმართება და გამარჯვების შემთხვევაში “ლოკომოტივი” ფინალში გავა. გათანაბრების შემთხვევაში მესამე, გადამწყვეტ მატჩს კრასნოდარი 28 მარტს უმასპინძლებს. 

მეორე ნახევარფინალში “დარუშაფაკამ” 76:74 დაამარცხა მიუნხენის “ბაიერნი”.