მარკოიშვილის 4 ქულა და გალათასარაის ეფესთან გამარჯვება

მარკოიშვილის 4 ქულა და გალათასარაის ეფესთან გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდის გამარჯვება თურქეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში. სტამბოლის „გალათასარაიმ“ ევროლიგის მონაწილესა და ერთ-ერთ თურქულ გრანდს უმასპინძლა და 7 ქულის სხვაობით, ანგარიშით 77:70 დაამარცხა.
 
ამ მატჩამდე ორივე გუნდს 3-3 მარცხი ჰქონდათ, შესაბამისად, გამარჯვებულს დაწინაურება ელოდა და ესეც მოხდა. „გალათასარაიმ“ მიმდინარე ჩემპიონატში მე-15 გამარჯვება მოიპოვა და „ქარშიაქასთან“ ერთად II-III  ადგილებს იყოფს.
 

 
მარკოიშვილმა მოედანზე მხოლოდ 11,43 წუთი გაატარა და 4 ქულასთან ერთად 1 პასი მოაგროვა. ქართველმა ფიორვარდმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, მეტის გაკეთება მან ვერ მოასწრო. 16 ქულითა და 13 მოხსნით გალათასარაელთა შორის ბონიფაც ნდონგი გამოირჩა, ხოლო პუერტორიკოელ გამთამაშებელ კარლოს აროიოს 15 ქულა და 5 პასი დაუგროვდა.
 
მომდევნო ტურში, 22 თებერვალს, „გალათასარაი“ ქალაქ ედირდნეში „ოლინს“ დაუპირისპირდება.