მარკოიშვილის 5-იანები და გალათასარაის გასვლითი გამარჯვება

მარკოიშვილის 5-იანები და გალათასარაის გასვლითი გამარჯვება

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაიმ თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სტამბოლელებმა ბურსაში ადგილობრივ „თოფაშს“ სძლიეს. დედაქალაქელებს გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებიათ – მარკოიშვილის გუნდმა 66:52 იმარჯვა და თურქეთის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს.
 
ქართველმა უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში – 31 წუთი ითამაშა და ერთნაირი სედეგიანობით ესროლა როგორც შორი, ისე ახლო მანძილიდან. მარკოიშვილმა 4-დან 1 ორქულიანი და სამქულიანი ჩააგდო, ჯამში 5 ქულა მოაგროვა, რასაც 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მწირექულიან მატჩში ბომბარდირი 14 ქულის მიმთვლელი ენჯინ ათშური გახდა.
 
„გალათასარაის“ 22 მოგება და 3 მარცხი აქვს. მომდევნო ტურში, 13 აპრილს, მარკოიშვილის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის: სტამბოლურ დერბიში „ფენერბაჰჩეს“ ხვდება.