მარკოიშვილის 7-დან 7 სამქულიანი და გამარჯვება ტორინოსთან

მარკოიშვილის 7-დან 7 სამქულიანი და გამარჯვება ტორინოსთან

საქართელოს ეროვნული ნაკრების ვეტერანმა, მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. სერია “ა”-ს მორიგ ტურში ქართველი ლეგიონერის “რეჯიო ემილიამ” “ტორინის უმასპინძლა და ჩვენიანის ლიდერობით 89:82 დაამარცხა. 

მარკოიშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მანუჩარმა 7 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი თავი 24 ქულას მოუყარა. აღსანიშნავია, რომ ქართველ სნაიპერს შორი სროლა არ აუცელია: 7-დან შვიდივე სამიანი ჩააგდო, რასაც 2-დან 1 ორიანი და 2-დან 1 საჯარიმო მოაყოლა. მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 27 ერთეული შეადგინა, რაც გვარიანად ნაკლები აღმოჩნდა ჯეილენ რეინოლდსისი (41) მაჩვენებელზე, რომელმაც 29 ქულა და 18 მოაგროვა.

“რეჯიო ემილიამ” 12 მოგება და 15 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 აპრილს, სტუმრად, მარკოიშვილის ყოფილ კლუბ “კანტუსთან” ჩაატარებს.