მარკოიშვილის 7 ქულა და მარცხი ბრინდისისთან

მარკოიშვილის 7 ქულა და მარცხი ბრინდისისთან

მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ში მორიგი მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. რეჯიოემილიელები “ბრინდისის” ესტუმრნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 72:75 წააგო.

ქართველმა უკანახაზელმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 24 წუთში 7 ქულას 5 მოხსნა და 2 პასი მიამატა. მანუმ 5-დან 2 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა.

12 მოგებითა და 17 მარცხით “რეჯიო ემილია” 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზეა.