მარკოიშვილის 8-ქულიანი წვლილი “კანტუს” გამარჯვებაში

მარკოიშვილის 8-ქულიანი წვლილი “კანტუს” გამარჯვებაში

საქართველოს ნაკრების უკანახაზელის, მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ იტალიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო. კანტუელებმა „ვანოლის“ უმასპინძლეს და 27 ქულის სხვაობით, ანგარიშით 87:60 დაამარცხეს.
 
 
ქართველი უკანახაზელი ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი დაჰყო. მარკოიშვილმა  8 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. კანტუელა შორის საუკეთესო შედეგი ამერიკელმა ჯეფ ბრუკსმა დააფიქსირა, რომელმაც 16 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა.
 
7 ტურის შემდეგ კანტუელებს 5 გამარჯვება დაუგროვდათ და ამ შედეგით მესამე ადგილზე იმყოფებიან. ტურის ბოლო შეხვედრა 12 ნოემბერს გაიმართება. რომში ერთმანეთს „ვირტუსი“ და ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ დაუპირისპირდებიან.