მარკოიშვილის აღიარება: მანუჩარი ევროლიგას MVP-ის ტიტულით დაემშვიდობა

მარკოიშვილის აღიარება: მანუჩარი ევროლიგას MVP-ის ტიტულით დაემშვიდობა

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის ტოპ 16–ის (მეორე ჯგუფური ეტაპის) მე–6 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში იტალიური „კანტუს“ ქართველმა უკანახაზელმა კაუნასის „ჟალგირისთან“ სტუმრად გამართულ მატჩში 32 ქულა მოაგროვა და თავის გუნდს მოაგებინა.
 
აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირის ისტორიაში ქართველი კალათბურთელებისთვის ეს საუკეთესო შედეგია. კაუნასურ მატჩში მარკოიშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
 
39 წუთი, 32 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 მოხსნა, 2 პასი, 0 დაკარგვა
 
სამწუხაროდ, “კანტუ” ჯგუფიდან ვერ გავიდა. მარკოიშვილის გუნდს მერვედფინალში გასასვლელად რამენიმე ჩაგდებული ბურთი დააკლდა. სწორედ ბურთების შეფარდებით ჩამორჩნენ კანტუელები პლეი ოფში გასულ თელ ავივის “მაკაბის”.
 
VIDEOრგოლი: მანუჩარ მარკოიშვილი