მარკოიშვილის დებიუტი გალათასარაიში: 8 ქულა და წაგება გერმანიაში

მარკოიშვილის დებიუტი გალათასარაიში: 8 ქულა და წაგება გერმანიაში

მანუჩარ მარკოიშვილის დებიუტი თურქულ „გალათასარაიში“.  საქართველსო ეროვნული ნაკრების წევრმა სტამბოლური კლუბის ღირსება ევროსათასო მატჩში, გერმანული „რადიოფარმის“ წინააღმდეგ დაიცვა. „გალათასარაი“ მეტოქეს სტუმრად შეხვდა და უშანსოდ, ანგარიშით 70:91 დამარცხდა.
 
სტამბოლელებმა საწყის 3 მეოთხედში მასპინძლებს ბრძოლა მისცეს. გადამწყვეტი მეოთხედის დაწყებამდე „რადიოფარმი“ მხოლოდ 3 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო პერიოდში გერმანული კლუბი შესანიშნავად ათამაშდა და „გალათასარაი“ 35:17 დაამარცხა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ დიდი ამბიციის სტამბოლელებმა შეხვედრა უბრძოლოდ გათმეს.
 

 
მარკოიშვილი სათადარიგო იყო და მოედანზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა. ქართველმა უკანახაზელმა მთლიანობაში 21,37 წუთი ითამაშა და 8 ქულასათან ერთად 2 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარმა 6-დან 2 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარმო ჩააგდო ჩააგდო, 4 ორიანი კი ააცილა. სტამბოლური კლუბის შემადგენლობაში ნბა-ში თამაშის დიდი გამოცდილების მქონე კარლოს აროიო გამოირჩა, რომელმაც 23 ქულა და 5 პასი მოაგროვა.
 
L ჯგუფის მეორე მატჩში „ცრვენა ზვევდამ“ ბელგრადში „უნიკსი“ დაამარცხდა და ოთხივე გუნდს თანაბარი ქულები დაუგროვდა. მომდევნო მატჩს „გალათასარაი“ რუსეთში, 13 თებერვალს, ყაზანის „უნიკსის“ წინააღმდეგ გამართავს.