მარკოიშვილის გალათასარაი ნახევარინალში გავიდა

მარკოიშვილის გალათასარაი ნახევარინალში გავიდა

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. სტამბოლურმა გუნდმა მეოთხედფინალური სერიის მეორე, გასვლითი მატჩიც მოუგო ბურსას „თოფაშს“ და ჯერჯერობით 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
ბურსაში გამართული შეხვედრა ცალქარა იყო. სტამბოლელებმა მასპინძლებს ყველა კომპონენტში აჯობეს და საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით – 82:49 გაიმარჯვა.
 

ქართველი უკანახაზელი სტამბოლურ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილმა 5-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 9 ქულა მოაგროვა და  ამას 5 ჩაჭრა, 1 პასი და 1 მოხსნა მიამატა. „გალათასარაიში“ 21 ქულით საუკეთესო იამონ გორდონი გახლდათ, ხოლო მილან მაჩვანმა 11 ქულა დააგროვა.
„გალათასარაის“ განავარდების ფონზე დიდი ბრძოლები გადაიტანეს და ჯერაც მიმდინარეობს დანარჩენ მეოთხედფინალებში. სერიები წააგეს „ფენერბაჰჩემ“ და „ბეშიქთაშმა“, ხოლო „ეფესს“ სერია მოულოდნელად გაუთანაბრა „ანკარა კოლეჯმა“.
„გალათასარაის“ ნახევარინალში „ქარშიაქა“ შეხვდება, რომელმაც საჩემპიონო ბრძოლას „ფენერბაჰჩე“ ჩამოაშორა.