მარკოიშვილის გალათასარაი ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

მარკოიშვილის გალათასარაი ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა

თურქეთის ჩმპიონატის ნახევარფინალურ სერიაში წარმატებით ასპარეზობს მანუჩარ მარკოიშილის „გალათასარაი“. სტამბოლელებმა სერიის მეორე შეხვედრაც მოუგეს იზმირის „ქარშიაქას“ და ახლა ფინალში გასვლამდე 1 გამარჯვება აშორებს.
 
პირველ მატჩში იოლი გამარჯვების შემდეგ „გალას“ მეორე შეხვედრაში შედარებით გაუჭირდა. იზმირელებმა მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს. ბოლო მეოთხედის დაწყებამდე „გალათასარაი“ მხოლოდ 4 ქულით იგებდა და გარკვეულიც არაფერი იყო. მასპინძლებმა მოახერხეს ლიდერობის შენარჩუნება და 64:59 იმარჯვეს.
 

 
მარკოიშვილმა 24 წუთს ითამაშა, რის განმავლობაშიც 4 ქულა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 4 სამიანი კი ააცილა. სტამბოლელთა შორის 14 ქულით საუკეთესო კარლოს აროიო იყო, ხოლო ბონიფაც ნდონგმა მასპინძელბს 12 ქულა და 8 მოხსნა შესძინა.
 
სერიის მომდევნო მატჩი 30 მაისს იზმირში გაიმართება. თუკი მასპინძლები მოიგებენ, მომდევნო შეხვედრაც „ქარშიაქას“ მოედანზე, 1 ივნისს ჩატარდება. საჭიროების შემთხვევაში, მე-5, გადამწყვეტ მატჩს 4 ივნისს სტამბოლი უმასპინძლებს.