მარკოიშვილის გალათასარაიმ პირველობა გაიფორმა

მარკოიშვილის გალათასარაიმ პირველობა გაიფორმა

თურქეთის რეგულარული ჩემპიონატი მანუჩარ მარკოიშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. სტამბოლის გალათასარაიმ ბოლო ტურში „ტურკ ტელეკომი“ 89:73 დაამარცხა და რეგულარული ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა. 16-გუნდიან ჩემპიონატში 2 წრის თავზე „გალათასარაიმ“ 27 მოგება და 3 მარცხი დააგროვა.
 
ბოლო ტურის მატჩში მარკოიშვილმა 21,22 წუთი ითამაშა და სტამბოლელებს 9 ქულა, 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მანუჩარმა 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამიანი ჩააგდო. სტამბოლურ კლუბში 13-13 ქულით ბომბარდირები გახდნენ მილან მაჩვანი და კარლოს აროიო.
 
„გალათასარაი“ რეგულარულის გამარჯვებულია და ელოდება პლეი ოფის მეტოქეს, რომელიც უახლოეს დღეებში გაირკვევა. სავარაუდოდ, მარკოიშილის გუნდს „გაზიანთეფი“ შეხვდება, თუმც შესაძლოა, სტამბოლელებს „თოფაში“ დაუპირისპირდეს.