მარკოიშვილის გალათასარაიმ რეგულარული ჩემპიონატის მოგება გაინაღდა

მარკოიშვილის გალათასარაიმ რეგულარული ჩემპიონატის მოგება გაინაღდა

სტამბოლის „გალათასარაის“ წარმატებული სვლა თურქულ ლიგაში გრძელდება. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა მორიგი გამარჯვება სტუმრად, ანკარაში, „ჰაჩტეპესთან“ მოიპოვა. დედაქალაქელებმა მეტოქე 104:69 გაანადგურეს, ქართველი კალათბურთელი კი სტამბოლელთაგან ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ამ გამარჯვებით „გალათასარაიმ“ რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება გაინაღდა.
 

 
მეტოქის სისუსტისგან გამომდინარე, „გალათასარაის“ მწვრთნელმა გუნდის წევრებზე სათამაშო დრო მეტ-ნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. მარკოიშვილმა 23 წუთი ითამაშა და თანაგუნდელ კარლოს აროიოს მსგავსად 15 ქულა მოაგროვა. მანუჩარმა 2-დან 2 ორქულიანი, 6-დან 3 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.  15 ქულასთან ერთად მარკოიშვილს 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება ჰქონდა.
 
სტამბოლელთა შორის 19-19 ქულით ჩენკ აკიოლი და ენდერ არსლანი გამოირჩნენ. ხოლო „ჰაჩტეპეში“ 16 ქულით ბომბარდირი ოგიუნ ჯოი გახდა.29 მატჩიდან 26 გამარჯვებით „გალათასარაი“ პირველ ადგილზეა და ასეც დარჩება. რეგულარულის ბოლო ტურში „გალა“ „ტურკ ტელეკომს“ მასპინძლობს, მაგრამ ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისით „გალასთვის“ მნიშვნელობა დაკარგული აქვს.