მარკოიშვილის გალათასარაიმ თურქეთში კონკურენტი დაამარცხა

მარკოიშვილის გალათასარაიმ თურქეთში კონკურენტი დაამარცხა

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაიმ“ თურქეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი კონკურენტი დაამარცხა. სტამბოლელებმა, რომლებიც ეროვნულ პირვებას ლიდერობენ, მესამეზე მყოფ „ბანვითს“ უმასპინძლეს და 8 ქულის სხვაობით – 83:75 დაამარცხეს.
 
ქართველმა უკანახაზელმა მოედანზე 21 წუთი გაატარა და თავის გუნდს 5 ქულა, 2 პასი, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა. მარკოიშვილმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. სტამბოლელებს 18 ქულით პუერტორიკოელმა კარლოს აროიო, ულიდერა, ხოლო ერშინ დაგლიმ და ჯამონტ გორდონმა 14-14 ქულა მიითვალეს.
 
მარკოიშვილის გუნდი თურქეთის ჩემპიონატს 25 მოგებით და 3 მარცხით ლიდერობს და უახლოეს კონკურენტ “ფენერბაჰჩეს” 2 გამარჯვებით უსწრებს. „გალათასარაი“ მომდევნო შეხვედრას 27 აპრილს სტუმრად  “ჰაჩეთეფესთან” გამართავს.