მარკოიშვილის გუნდი ულების თასზე აგებს, ფაჩულია კი ატლანტას დაუბრუნდა

პირველი მარცხი განიცადა ულების თასის ჯგუფურ ეტაპზე მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”, რომელიც გასვლაზე “ლუკოილთან” დამარცხდა. რაც შეეხება უშუალოდ მარკოიშვილის. ქართველი უნივერსალი ამჯერადაც საუკეთესო იყო თავის გუნდში და მატჩი 19 ქულით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით დაასრულა – ანგარიშზე ასევე 2 მოხსნა იყო. მანუჩარმა თითქმის 37 წუთში 5 ფოლი მიიღო, მასზე კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.“კიევი” 4 შეხვედრის შემდეგ, თავის ჯგუფში 3 მოგებით პირველ-მეორე ადგილებს იყოფს “არტლენდთან”.

მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ. საქართველოს ნაკრების წევრი, ცენტრი ზაზა ფაჩულია “ატლანტა ჰოქსს” დაუბრუნდა და მოედანზე 8 წუთი დაჰყო, თუმცა ამ დროში თავი ვერაფრით გამოიჩინა და ერთადერთი სროლა გააფუჭა და შეხვედრა ერთი შეცდომითაც დაასრულა. ყველაზე შედეგიანი ლუოლ დენგი იყო, რომელმაც შეტევაში 6 მოხსნა დააგროვა და 22 ქულითაც დაასრულა მატჩი.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
მატჩის ქრონომეტრაჟულ მსვლელობას აქ გაეცნობით.