მარკოიშვილის გუნდმა ლიუბლიანაში 2 ქულით წააგო

მარკოიშვილის გუნდმა ლიუბლიანაში 2 ქულით წააგო

ევროლიგაში 15 ნოემბერს გამართულ ტურშ სამივე ქართველის გუნდმა ითამაშა. საინტერესო დამთხვევაა, რომ სამივე შეხვედრაში ანგარიშში 2–ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა. მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუს” წარმატებამდე სულ მცირედი დააკლდა. 
კანტუელები ლიუბლიანაში „ოლიმპიასთან“ შეხვედნენ და 79:81 წააგეს. ქართველი უკანახაზელი კანტუელთაგან მეორე ბომბარდირი გახდა. 20 ქულით საუკეთესო პიეტრო არადორი გახდა, ხოლო მანუჩრმა 15 დააგროვა. საქართველოს ნაკრების უკანახაზელი ტრადიციულად „კანტუს“ ხუთეულში იყო და მოედანზე 29,26 წუთი იმყოფებოდა. მარკოიშვილმა 5–დან 3 სამქულიანი 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 5 ორიანიდან კი მხოლოდ 1 მიითვალა. 15 ქულასთან ერთად ქართველ კალათბურთელს 2 მოხსნა ჰქონდა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.
 
ბოლო ათწუთეულის წინ ლიუბლიანელები 3 ქულით აგენდნენ, თუმცა ბოლო წუთები უფრო მობილიზებულად ჩაატარეს და საბოლოოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს.ლიუბლიანელებს დიდად დაეხმარა სლოვენიელი იაკა ბლაჟიჩი, რომელმაც 30 ქულა დააგროვა.
 
ეს ოლიმპიელთა მეორე გამარჯვება იყო მიმდინარე ჩემპიონატში და ამ შედეგით სლოვენიური გუნდი ცხრლში „კანტუს“ დაეწია. მომდევნო ტურში, 23 ნოემბერს, მარკოიშვილის გუნდი „პანათინაიკოსს“ უმასპინძლებს.
 
A ჯგუფი
რეალი                       4          2          490      460      30
ხიმკი                         4          2          445      446      -1
პანათინაიკოსი        3          3          451      448      3
ფენერბაჰჩე               3          3          449      455      -6
ოლიმპია                   2          4          448      480      -32
 კანტუ                       2          4          441      435      6