მარკოიშვილის გუნდმა “ლომბარდიის თასი” მოიგო

მარკოიშვილის გუნდმა “ლომბარდიის თასი” მოიგო

გასულ უქმეებზე „ლომბარდიის თასი“ გათამაშდა, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ გამარჯვებით დასრულდა.
 
ნახევარფინალში კანტუელები ქვედალიგელ “მონფერატოს” გაეჯიბრნენ. სხვათა შორის, კანტუელები ამ გუნდს ერთი კვირის წინ ამხანაგურად გაეჯიბრნენ და 7 ქულის სხვაობით დაამარცხეს. ამჯერად კი მეტოქე 75:64 დაჯაბნეს. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ლეუნენი გახდა, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო, მარკოიშვილის აქტივში კი 7 ქულა გახლდათ.
 
ფინალში “კანტუმ” სერია A-ს ბინადარი “ვარეზე” 78:66 დაამარცხა და „ლომბარდიის თასს“ დაეპატრონა. მანუჩარმა სათასო მატჩში 2 ქულა მიითვალა. კანტუელები მორიგ საკონტროლო მატჩს 1 ოქტომბერს ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ სიენას “მონტეპასკისთან” ჩაატარებენ, სეზონის პირველ შეხვედრას კი 9 ოქტომბერს კრემონაში “ვანოლისთან“ გამართავენ.