მარკოიშვილის “კანტუ” ნახევარფინალში მშრალი ანგარიშით ვერ გავიდა

მარკოიშვილის “კანტუ” ნახევარფინალში მშრალი ანგარიშით ვერ გავიდა

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“ იტალიის სერია „ა“-ს ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად „სკავოლინისთან“ დამარცხდა და სერიაში უპირატესობა მინიმუმამდე შეუმცირდა – 2:1. კანტუელებმა სერიის საწყისი 2 შეხვედრა შინ მოიგეს და ნახევარფინალამდე 1 გამარჯვება აშორებდათ, მაგრამ „სკავოლინი“ რომ ასე იოლად არ დანებდებოდა, წინდაწინ იყო ცნობილი. პესაროელებმა შინ დამაჯერებლად – 91:78 იმარჯვეს.
ქართველი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 33 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 1 ორიანი ჩააგდო. შესაბამისად, მანუჩარს 11 ქულა დაუგროვდა, რასაც 3 პასი და მატჩში უმეტესე 4 ჩაჭრა მოაყოლა.
კვლავ არ უთამაშია „კანტუს“ მეორე ქართველ გიორგი შერმადინს, რომელიც რეაბილიტაციის პროცესს გადის. სერიის მომდევნო შეხვედრა ხვალ, 24 მაისს, კვლავ პესაროში გაიმართება. თუკი ანგარიში გათანაბრდა, სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა „კანტუს“ მოედანზე, 26 მაისს ჩატარდება.