მარკოიშვილის “კანტუმ” “ჩინლანდიის” თასი დაისაკუთრა

მარკოიშვილის “კანტუმ” “ჩინლანდიის” თასი დაისაკუთრა

საკუთარ კლუბში მიმდინარე სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა. იგი ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამო იტალიურ „ბენეტ კანტუს“ მოგვიანებით შეუერთდა და წუხელ პირველი შეხვედრაც გამართა. კანტუელები „ჩილანდიის“ თასისთვის მატჩში „მონფერატოს“ შეხვდნენ და 65:58 იმარჯვეს.
 
მარკოიშვილმა თავის გუნდს 4 ქულა შესძინა, ხოლო საუკეთესო 13 ქულით ნიკოლა მაზარინო გახლდათ. იტალიის ჩემპიონატი 9 ოქტომბერს იწყება. პირველ ტურში „კანტუს“ მეტოქე „ვანოლი“ იქნება.