მარკოიშვილის “კანტუმ” ენცო ლეფებრეს თასი მოიგო

მარკოიშვილის “კანტუმ” ენცო ლეფებრეს თასი მოიგო

სანამ იტალიაში სერია A-ს სეზონი დაიწყებოდეს, ამხანაგური მატჩები და ტურნირები იმართება. ერთ-ერთი ასეთი ტურნირი, სახელწოდებით “ჩიტა დი კაორლე“ მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ მოიგო და ცნობილი იტალიელი კალათბურთელის, ენცო ლეფებრეს თასს დაეუფლა.
 
ორდღიან ტურნირშ 4 გუნდი მნონაწილეობდა – მილანის „ემპორიო არმანი“, „ვირტუს ბოლონია“, „ნიუ იორკერ ფანტომსი“ და „კანტუ“. მარკოიშვილის გუნდმა ნახევარფინალში ნიუიორკელები 89:79 დაამარცხა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდი, რასაც 1 საჯარიმოც მიამატა და საბოლოოდ 7 ქულა დააგროვა. მატჩის ბომბარდირი ნიკოლას მაცარინო გახდა 20 ქულით.
 
ფინალურ მატჩშ კანტუელები ვიქტორ სანიკიძის ყოფილ გუნდ „ვირტუსს“ შეხვდნენ, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში – 73:71 დაამარცხეს. ქართველმა უკანახაზელმა ამჯერად 12 ქულა მოინაგრა. მარკოიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 2 სამიანი ჩააგდო. კანტუელთაგან საუკეთესო ჯერი სმიტმა მანუჩარზე 3-ით მეტი, 15 ქულა ჩააგდო.
 
სერია A 2 ოქტომბერს იწყება, რომლის პირველ ტურშიც კანტუელები „ვენეციას“ დაუპირისპირდებიან.