მარკოიშვილის “კანტუმ” რომი აიღო

მარკოიშვილის “კანტუმ” რომი აიღო

მანუჩარ მარკოიშვილის გუნდის მეორე გამარჯვება სერია A-ში. კანტუელებმა მეორე ტურში დედაქალაქში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგეს. მარკოიშვილის გუნდის მეტოქე რომაული „ვირტუსი“ გახლდათ, რომელიც „კანტუმ“ 84:70 დაამარცხა.
 
თანაბარი 3 მეოთხედის შემდეგ სტუმრებმა ბოლო პერიოდში იძალეს. გადამწყვეტი ათწუთეული კანტუელებმა 26:14 მოიგეს და მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტეს. ქართველმა ლეგიონერმა მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე 19 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მანუჩარმა 5 ქულა, 1 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.  მან 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 
2 ტურის შემდეგ „კანტუს“ 2 გამარჯვება აქვს და კიდევ 4 გუნდთან ერთად, რომელთა შორისაც ვიქტორ სანიკიძის „სიენაც“ არის, პირველ ადგილს იყოფს. მომდევნო ტურში მარკოიშვილის გუნდი „დინამო სასარის’ დაუპირისპირდება. მატჩი 13 ოქტომბერს შედგება.
 

რომაელი ბობი ჯონსის სროლას მარკოიშვილმა თვალი გააყოლა