მარკოიშვილის “კანტუმ” სერია A-ც გამარჯვებით დაიწყო

მარკოიშვილის “კანტუმ” სერია A-ც გამარჯვებით დაიწყო

იტალიის სუპერთასისა და ეცროლიგის საგზურის მოპოვების შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ’ იტალიის ჩემპიონატიც გამარჯვებით დაიწყო. სერია A-ს პირველ ტურში კანტუელებმა „უმანა ვენეციას“ უმასპინძლეს და 20-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს – 81:61.
 

 
გამარჯვებაში ქართველმა უკანახაზელმაც დაიდო წილი, თუმცა მარკოიშვილის მონაგარი შედარებით მოკრძალებული იყო. 6 კანტუელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს, რომელთა შორისაც არ იყო მანუჩარ, რომელმაც მოედანზე 18 წუთი გაატარა და 3 ქულას, 1 მოხსნას, 1 ჩაჭრას და 1 პასს დასჯერდა. მანუჩარმა სამივე ორქულიანი ააცილა, ხოლო 2 ცდიდან 1 სამიანი ჩააგდო.
 
შეგახსენებთ, რომ ამ ტურის მატჩი ვიქტორ სანიკიძის „სიენამ“ რამდენიმე დღით ადრე ითამაშა და გაიმარჯვა. მომდევნო ტურის მატჩები იტალიაში 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. მარკოიშვილის „კანტუ“ რომში „ვირტუსს’ დაუპირისპირდება, სანიკიძის გუნდი კი კვლავ დაისვენებს, რადგან სიენელებს მეორე ტურის მატჩიც წინასწარ აქვთ ჩატარებული.