მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” ფავორიტ “არმანისთან” 1 ქულით დამარცხდა

მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” ფავორიტ “არმანისთან” 1 ქულით დამარცხდა

5 ტური ელოდა მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილია” სერია “ა”-ში გამარჯვებას, თუმცა შემდეგ მიჯრით 2 შეხვედრა მოიგო და ახლოს იყო, მესამეც მოეგო, თუმცა მინიმალური სხვაობით დამარცხდა. ემილიელთა მეტოქე იტალიური ლიგის ერთ-ერთი ფავორიტი და ევროლიგის მონაწილე “არმანი ჯინსი” გახლდათ. “რეჯიო ემილია” ახლოს იყო გამარჯვებასთან, მაგრამ ეს ვერ შეძლო და 71:72 დამარცხდა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.
“რეჯიო ემილიას” 2 მოგების ფონზე 7 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრა კი 9 დეკემბერს “უმანა რეიერ ვენეციასთან” ელის.