მარკოიშვილის სამქულიანმა გალათასარაის ბეშიქთაში დაამარცხებინა

მარკოიშვილის სამქულიანმა გალათასარაის ბეშიქთაში დაამარცხებინა

მანუჩარ მაკოიშვილმა თურქეთისჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბიში თავი გამოიჩინა. „გალათასარაის“ ქართველმა უკანახაზელმა სწორედ იმ მომენტში გამოავლინა თავისი მიზანი, როცა მის გუნდს ქულები ჰაერივით სჭირდებოდა.  „გალა“ სტამბოლურ დერბიში „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში – 76:72 დაამარცხა.
 
მარკოიშვილმა 8 ქულა დააგროვა, თუმცა გამარჯვებაში მისი წვლილი გაცილებით დიდია. როცა მატჩის დასრულებამდე წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა და „გალათასარაი“ 66:64 იგებდა, ქართველმა უკანახახაზელმა სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 5 ქულით დააწინაურა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა.
 

 
მანუჩარმა მოედანზე 20,26 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდდერმა 2-დან 2 საჯარიმო და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. 8 ქულასთან ერთად მარკოიშვილის ანგარიშზე 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. „გალათასარაის“ პუერტორიკოელმა კარლოს აროიომ ულიდერა, რომელმაც 17 ქულა და 3 პასი დააგროვა.
 
მარკოიშვილის გუნდს 3 წაგება აქვს, „ბეშიქთაშთან“ კი მე-20 გამარჯვება მიითვალა და დაკარგული ქულების მიხედვით „ფენერბაჰჩესთან“ და „ბანვითთან“ ერთად თურქულ ლიგას ლიდერობს. მომდევნო მატჩს „გალათასარაი“ 30 მარტს, შინ „ქარშიაქასთან“ ჩაატარებს.