მარკოიშვილის უქულო მატჩი ბარსელონაში

მარკოიშვილის უქულო მატჩი ბარსელონაში

მანუჩარ მარკოიშილის “გალათასარაიმ” ბარსელონაში მეორე მატჩიც უიმედოდ წააგო და ევროლიგის მეოთხედფინალურ სერიაში 0:2 ჩამორჩა. კატალონიურმა გრანდმა პირველი მეოთხედი 21:8 მოუგო სტამბოლელებს და საბოლოოდ ისე მივიდა გამაჯვებამდე, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია – 84:63.
ქართველმა ლეგიონერმა 17:38 წუთი ითამაშა და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა. მარკოიშვილმა 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი კი 3-ჯერ დაკარგა. “გალათასარაიში” 11 ქულით ბომბარდირი ჰენრი დომერკანტი გახდა, ხოლო ენდერ არსლანმა 10 ქულა მიითვალა.
მორიგ მატჩს 21 აპრილს სტამბოლი უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში “ბარსელონა” ოთხთა ფინალში გავა.