მარკოიშვილმა 23 წუთში 18 ქულა მიითვალა

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“ მორიგ ტურში უშუალო კონკურებტი, „არმანი ჯინსი“ შეხვდა. მატჩი სტუმრად, მილანში ჩაატარა მარკოიშვილის გუნდმა და დაძაბულ ბრძოლაში – 73:75 დამარცხდა.
 
მარკოიშვილი 18 ქულით მატჩიოს საუკეთესო მოთამაშე გახდა. მანუჩარმა 5-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი ორჯერ დაკარგა, ორჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ოთხჯერ დაარღვიეს.
“ბენეტ კანტუ” 20 მოგებითა და 7 მარცხით მე-2 ადგილზე დარჩა, თუმცა, უახლოეს მდევარს, იმავე “არმანი ჯინსს” ერთი გამარჯვებითღა უსწრებს.
 
იტალიის პირველობის ლიდერი კვლავინდებურად სიენას “მონტეპასკია”, რომელმაც ვიქტორ სანიკიძის “კანადიან სოლართან” გასვლითი შეხვედრის პირველი ტაიმი 39:46 წააგო, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლები 24:7 გაანადგურა და საბოლოოდ, 81:72 იმარჯვა.
სანიკიძე 20 წუთს ითამაშა და 2 ქულას, 4 მოხსნასა და თითო ჩაჭრა-პასს დასჯერდა. ვიქტორმა 2-დან 1 ორქულიანი გამოიყენა, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
 
ბოლონიელები 13 მოგებით მე-7 საფეხურზე არიან, “კანადიან სოლარზე” ერთი გამარჯვებით მეტი კი მერაბ ბოქოლიშვილის “ეარ აველინომ” მოაგროვა, რომელმაც სასარის “დინამო” 92:87 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად, აველინოელთა განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე არც ამჯერად გამოჩენილა.