მარკოიშვილმა ბოლო გაიმეორა, მისი “კანტუ” კი ფინალს მიუახლოვდა

მარკოიშვილმა ბოლო გაიმეორა, მისი “კანტუ” კი ფინალს მიუახლოვდა

მეორე საშინაო მატჩიც მოიგო და ნახევარფინალურ სერიაში 2:0 დაწინაურდა მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუ“. ქართველი ლეგიონერის გუნდმა ამჯერად ცოტა გაჭირვებით, თუმც საბოლოოდ მაინც დაამარცხა მილანის „არმანი ჯინსი“, რაშიც მარკოიშვილმაც საკუთარი წილი დაიდო. გადამწყვეტი მეოთხედის წინ კანტუელები 9 ქულით იგებდნენ, თუმცა მილანელებმა მატჩის დასრულებამდე 2 წუთით არე ჩამორჩენა ორამდე შეამცირეს. გადამწყვეტ წუთებში მასპინძლებმა დამაჯერებლად ითამაშეს და საბოლოოდ 70:64 გაიმარჯვეს.
 
მარკოიშვილმა ამ შეხვედრაში თითქმის იგივე შედეგი აჩვენა, რაც „არმანისთან“ გამართულ წინა ნახევარფინალურ მატჩში. შევადაროთ: 30 მაისის შეხვედრაში ქართველმა უკანახაზელმა 15 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. წუხანდელ მატჩში კი მანუჩარმა 24 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. როგორც ხედავთ, სხვაობა მხოლოდ 1 ჩაჭრაა.
 
მარკოიშვილმა 4 ორქულიანიდან 2 ჩააგდო, ხოლო სამქულიანი ნიშნულს მიღმიდან 3–დან 1 სროლა გამოიყენა. მანუჩარმა 4 ჯარიმა მიიღო, ხოლო მასზე მეტოქეებმა ორჯერ იუხეშეს. კანტუელებმა საკმაოდ შეკრულად და გუნდური სულისკვეთებით ითამაშეს. მატჩის ბოლო წუთამდე ოთხ მოთამაშეს – მაცარინოს, ლეუნენს, მიკოვს და სცეკიჩს 11–11 ქულა ჰქონდათ. საბოლოოდ კი ბომბარდირი მაცარინო გახდა 13 ქულით.
 
„კანტუს“ ფინალში გასვლამდე 1 მატჩის მოგებაღა უნდა. მომდევნო შეხვედრა 3 ივნისს მილანში გაიმართება, რომელსაც თუკი მასპინძლები მოიგებენ, მორიგ მატჩსაც მილანი უმასპინძლებს.  თუ საჭირო გახდება, მეხუთე, გადამწყვეტი შეხვედრა კანტუში გაიმართება.