მარკოიშვილმა და სანიკიძემ რეგულარული ჩემპიონატი მაღალ ნოტაზე დაასრულეს

მარკოიშვილმა და სანიკიძემ რეგულარული ჩემპიონატი მაღალ ნოტაზე დაასრულეს

წინა კვირაში იტალიიდან არასასიამოვნო ამბები მოვიდა: მანუჩარ მარკოიშვილმა ტურის შეხვედრა გამოტოვა, ვიქტორ სანიკიძემ კი მოედანი უქულოდ დატოვა. ამჯერად კი რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციაა. ქართველებმა სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში კარგად ითამაშეს.
 
რაც მთავარია, მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს დაუბრუნდა და თანაც, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. „ვარეზეს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში „კანტუს“ ქართველ ფორვარდს 26 წუთი დასჭირდა, 16 ქულა რომ მოეგროვებინა. მარკოიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი, სამივე სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო ის სარგებლიანობის კოეფიციენტით მოედანზე გასულ ყველა მოთამაშეს ჯობდა.
 
საბოლოოდ „კანტუმ“ 75:66 მოიგო და მეორე ადგილი შეინარჩუნა. მეოთხედფინალში კანტუელები მე–7 ადგილზე გასულ „ვარეზეს“ შეხვდებიან. დიდი შანსი იყო, პლეი ოფის პირველივე რაუნდში მარკოიშვილის გუნდი სანიკიძის „კანადიან სოლარს“ შეხვედროდა, რადგან მე–7 ადგილზე გასულ „ვარეზეს“ ბოლონიელები ბურთების შეფარდებით ჩამორჩნენ. საერთოდ, სანიკიძის გუნდი ბოლო წამს გავიდა პლეი ოფში. ბოლო ტურში ბოლონიელებმა დაძაბულ ბრძოლაში, 96:94 დაამარცხეს „ტერამო“ და მეოთხედფინალში გამსვლელი ბოლო, მე–8 ადგილი დაისაკუთრეს.
 
სანიკიძე მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 14 ქულით, 5 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 პასით, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 5 ორქულიანი და ოთხივე საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ორჯერ დაკარგა და მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ოთხჯერ დაჯარიმდნენ.
 
„კანადიან სოლარი“ მეოდხედფინალში იტალისს საუკეთესო გუნდ „მონტეპასკის“ შეხვდება. საერია, სამ გამარჯვებამდე იქნება.