მარკოიშვილმა გალათასარაის მერსინში 9 ქულა მიაშველა

მარკოიშვილმა გალათასარაის მერსინში 9 ქულა მიაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს. მორიგი ტურის მატჩში სტამბოლური გრანდი სტუმრად „მერსინს“ შეხვდა და 27-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:68 დაამარცხა.
 
საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოედანზე 25,44 წუთი გაატარა და მთლიანობაში 9 ქულა მოაგროვა. მარკოიშვილმა 3-დან 3 ორქულიანი და 3-დნ 1 სამიანი ჩააგო. 9 ქულის გარდა მარკოიშვილს სხვა სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია.
 
19 ქულით სტამბოლელეთაგან საუკეთესო კარლოს აროიო გახდა, ხოლო გორგონ იამონტმა 15 ქულა მოინაგრა. 19 მოგებითა და 3 მარცხით „გალათასარაი“ თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. მომდევნო ტურში, 25 მარტს, სტამბოლელები თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ შეერკინებიან.