მარკოიშვილმა “კანტუს” გამარჯვებაში 14–ქულიანი წვლილი შეიტანა

მარკოიშვილმა “კანტუს” გამარჯვებაში 14–ქულიანი წვლილი შეიტანა

სანიკიძის გუნდის კვალად სერია A-ს მორიგ ტურში მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუმაც“ იმარჯვა. კანტუელებმა  შინ კრემონის „ვანოლის“ 87:73 მოუგეს და ამაში ქართველებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.
მარკოიშვილს გასულ 2 მატჩში თამაში მცირე ხნით უწევდა (ჯამში 16 წუთით იმყოფებოდა მოედანზე), თუმცა წუხელ გამართულ შეხვედრაში იგი ხუთეულში იყო და მთელი 27 წუთით მოუწია დატვირთვა. მანუჩარმა მწვრთნელის იმედები გაამართლა და 14 ქულა მოიპოვა, რასაც 3 პასი, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. მარკოიშვილმა 7–დან 5 ორქულიანი, 5–დან 1 სამიანი და 2–დან 1 საჯარიმო ჩააგდო.
 შერმადინმაც საკმაოდ დროით ითამაშა. გიორგი სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 25 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარებადა 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 6–დან 4 ოქრულიანი მიითვალა, სხვა ღირებულების ტყორცნა კი არ განუხორციელებია.
მხოლოდ 1 წუთით ითამაშა „დინამო სასარის“ ქართველმა ფორვარდმა ნიკა მეტრეველმა, მისმა გუნდმა კი სტუმრად, „მონფერატოსთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 78:75.
„კანტუ“ და სანიკიძის „კანადიან სოლარი“ ცხრილში III-IV ადგილებს იყოფენ. მორიგ ტურში, 29 იანვარს, ბოლონიელები „აველინოს“ უმასპინძლებენ, ხოლო მარკოიშილ–შერმადინის „კანტუ“ მეტრეველის „დინამო სასარის“ უმასპინძლებს.

მარკოიშვილი წუთშესვენებაზე