მარკოიშვილმა კიეველებს პოლტავაში 6 ქულა შეაშველა

მანუჩარ მარკოიშვილის “ბკ კიევმა” უკრაინულ სუპერლიგაში მორიგი, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონატს წაუგებლად ლიდერობს. კიეველებმა მეოთხე ტურში სტუმრად ცხრილის ქვედა ბინადარ “პოლტავას” ეთამაშნენ და უპრობლმოდ – 77:60 დაამარცხეს.

“ბკ კიევის” ქართველი უკანახაზელი სათადარიგო იყო და მოედანზე მთლიანობაში 20 წუთი გაატარა. მანუჩარმა საშუალო დონეზე ითამაშა ეს მატჩი, ორ–ორი ცდიდან ყველა საჯარიმო და საშუალო მანძილიდან სროლა გამოიყენა, ერთი სამიანი ააცილა და საბოლოოდ 6 ქულას მოუყარა თავი. მის ანგარიშზე ასევე 1 ჩაჭრა იყო, თუმც ბურთიც ერთხელ დაკარგა. საუკეთესო კი კვლავ კენან ბაირამოვიჩი გახდა, რომელიც სეზონის წინ შეუერთდა კიეველებს და გუნდის ლიდერობაც იკისრა.
“ბკ კიევი” მორიგ მატჩს უკვე შინ გამართავს “პულსარის” წინააღმდეგ.