მარკოიშვილმა კიევი ვერ გადაარჩინა

ულების თასზე დაასრულა ასპარეზობა მანუჩარ მარკოიშვილის “კიევმა”. პირველ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე 12 ქულით (59:71) მარცხის შემდეგ, უკრაინულ გუნდს პოლონურ “ტუროვთან” გასვლაზე რთული ამოცანის გადაჭრა უწევდა.

“კიევმა” კარგად ჩაატრა მთელი შეხვედრა, მარკოიშვილმა კი სამწუხაროდ, სწრაფად მიიღო ზედიზედ რამდენიმე პერსონალური შენიშვნა და ამის გამო, მხოლოდ 7 წუთი დაჰყო მოედანზე. ამ დროში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 4 ქულა და ერთი ჩაჭრა დააგროვა და სამი საშუალო სროლიდან მხოლოდ ერთი ვერ გამოიყენა.
ბოლო წამებზე, როდესაც სტუმრები 9 ქულას იგებდნენ, მარკოიშვილმა სამქულიანი ვერ გამოიყენა და შემდეგ ეტაპზე მასპინძლები გავიდნენ.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.