მარკოიშვილმა მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით და 11 ქულით დაიწყო

მარკოიშვილმა მეოთხედფინალური სერია გამარჯვებით და 11 ქულით დაიწყო

წარმატებულად დაიწყო საპლეიოფო სერია იტალირმა „კანტუმ“ და მისმა ქართველმა უკნახაზელმა. მანუჩარ მარკოიშვილმა დანარჩენ თანაგუნდელებთან ერთად ჩინებულად ითამაშა „ვარეზესთან“ მეოთხედფინალური სერიის გახსნის მატჩში და 78:53 იმარჯვა.
 
ქართველი ლეგიონერი ხუთეულში არ ყოფილა, ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაება და მოედანზე 22 წუთი გაატარა. უნდა ითქვას, რომ მატჩის სპეციფიკიდან გამომდინარე, „კანტუს“ მწვრთნელს როტაციის საშუალება ჰქონდა და თავის გამოჩენის საშუალება ყველას მისცა. სათამაში დროც მეტნაკლებად თანაბრად გადაანაწილა. 26 წუთზე მეტი არც ერთ კანტუელს არ უთამაშა.
 

 
მარკოიშვილმა 7–დან 3 ორქულიანი, 2–დან 1 სამიანი და 2–დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მანუჩარმა 3 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა ისე, რომ ბურთი არ დუკარგავს. მარკოიშვილის გუნდში საუკეთესო შედეგი ვლადიმირ მიკოვმა და ნიკოლას მაცარინომ აჩვენეს: 14 ქულა.
 
სერიის მომდევნო მატჩი 20 მაისს კვლავ კანტუელთა მოედანზე გაიმართება. ნახევარფინალში ის გუნდი გავა, რომელიც სამ გამარჯვებას მოიპოვებს. ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარი“ მეოთხედფინალურ სერიას დღეს დაიწყებს. მისი მეტოქე რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული და ევროლიგის ოთხთა ფინალის მონაწილე „სიენაა“.