მარკოიშვილმა ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში ითამაშა

საქართველოს ნაკრების წევრმა, მანუჩარ მარკოიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლიუბლიანაში გამართულ ადრიატიკის ლიგის ყველა ვარსკვლავის შეხვედრაში და თავი 15 ქულით გამოიჩინა. მანუმ ასევე 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა გააკეთა, ხოლო შეხვედრის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მის თანაგუნდელ კარლ ინგლიშს გადაეცა, რომელმაც მატჩი 29 ქულით დაასრულა. მარკოიშვილის დასავლეთმა მეტოქეს 134:118 აჯობა. აღმოსავლეთში ყველაზე შედეგიანი 17 ქულით პეტარ პოპოვიჩი გახდა.