მარკოიშვილმა სერია A 4 ქულით დაიწყო

მარკოიშვილმა სერია A 4 ქულით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის ბოლო მატჩში მონაწილეობა მოუწია მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუს“, რომელმაც „ბენეტონს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 68:72.
კანტუელები დბოლო მეოთხედს 2-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ, თუმცა, ბოლო ათწუთეულში მხოლოდ 12 ქულა ჩააგდესეს და შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
მარკოიშვილს იტალიურ პირველობაზე არცთუ წარმატებული დებიუტი გამოუვიდა. ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი დაჰყო და თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე თამაშს 5 ჯარიმის მიღების შემდეგ გამოეთიშა.
მანუჩარმა თამაშიდან სამივე ტყორცნა გააცუდა, ხოლო ოთხივე საჯარიმო  ზუსტად ისროლა და თამაში 4 ქულითა და 1 პასით დაასრულა. 14 წუთის განმავლობაში მარკოიშვილმა ბურთი ორჯერ დაკარგა, მეტოქეები კი მასზე ორჯერ დაჯარიმდნენ.
“კანტუ” მე-2 ტურის მატჩს, 18 ოქტომბერს, კრემონაში “ვანოლის” წინააღმდეგ გამართავს.