მარკოიშვილს და შერმადინს “სკავოლინისთან” მე-5, გადამწყვეტი მატჩი ელით

მარკოიშვილს და შერმადინს “სკავოლინისთან” მე-5, გადამწყვეტი მატჩი ელით

მანუჩარ მარკოიშვილისა და გიორგი შერმადინის „კანტუს“ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლო შანსი დარჩათ: 26 მაისს საკუთარ მოედანზე უნდა მოიგონ. კანტუელებმა მეოთხედფინალურ სერიაში მოპოვებული ლიდერობა გაანიავეს. მას შემდეგ, რაც საკუთარ არენაზე 2 მატჩი მოიგეს, მეტოქე „სკავოლინის“ მოედანზე ამდენჯერვე დამარცხდნენ და საქმე მეხუთე, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.
წუხელ პესაროში ჩატარებული მატჩის განაცხადში გიორგი შერმადინ გამოჩნდა, თუმცა ის მოედანზე არ გამოსულა. მანუჩარ მარკოიშვილი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და თავისიანთა შორის ერთ-ერთი საუეთესო შედეგიც აჩვენა. მანუჩარის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, ხოლო საუკეთესო დორონ პერკინსი იყო (15).
რაც შეეხება მატჩს, ის მთლიანად პესაროელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 20:8 მოიგეს და ეს უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩინეს. საბოლოოდ „სკავოლინიმ“ 80:68 იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.
მარკოიშვილმა 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა. ჯამში მას 11 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოუგროვდა. კანტუელთაგან ყველაზე მეტი ქულა მარკოიშვილთან ერთად ჯანლუკა ბაზილემ მოაგროვა – ორივეს 11-11 დაუგროვდათ.
თუკი 26 მაისს „კანტუმ“ საკუთარ მოედანზე იმარჯვა, ნახევარფინალში გავა, სადაც მილანის „ემპორიო არმანის“ შეხვდება.