მარკოიშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

მარკოიშვილს ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა.

მანუჩარ მარკოიშვილის მორიგი წარმატებული მატჩი. ქართველ უკანახაზელს სეზონის პირველ ორმაგ დუბლამდე 2 მოხსნა დააკლდა. მანუჩარმა „ვარეზესთან“ პრინციპულ მატჩში 11 ქულასთან ერთად 8 მოხსნა დააგროვა და თავის „კანტუს“ 76:66 გამარჯვების მოპოვებაში მნიშვნელოვნად დაეხმარა.
მატჩში მონაწილეობა არ მიუღია მეორე ქართველს. გიორგი შერმადინს ფეხი აქვს ნაოპერაციევი და ჯერჯერობით ვერ ვარჯიშობს. მარკოიშვილი კი სასტრარტო ხუთეულში მყარად დამკვიდრდა და მაღალ დონეზეც თამაშობს. „ვარეზეს“ წინააღმდეგ მანუჩარმა 35 წუთი ითამაშა და თავიასიანთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თავის გუნდში მას მხოლოდ გრეგ ბრუნერმა აჯობა, რომელმაც 18 ქლა და 13 მოხსნა მიითვალა.
მარკოიშვილმა 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 2 ჯარიმა მიიღო, მის წინააღმდეგ კი ხუთჯერ დაარღვიეს წესი. აღსანიშნავია მანუჩარის წინდახედულობაც. მან 35 წუთში ბურთი არც ერთხელ არ დაკარგა. 11 ქულასა და 8 მოხსნასთან ერთად მარკიშვილს 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა.
კანტუელებს 19 მოგების წილ 10 მარცხი აქვთ და ცხრილში „სიენას“ შემდეგ მე-2 ადგილზე არიან. მომდევნო ტურში „კანტუ“ ისვენებს, ვიქტყორ სანიკიძის „კანადიან სოლარი’ კი 25 აპრილს „მონფერატოს“ გაეჯიბრება.