მარკოიშვილს ფინალში გასვლა გადაედო

მარკოიშვილს ფინალში გასვლა გადაედო

მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ ნახევარფინალური სერიის გასვლითი შეხვედრა მილანში „არმანი ჯინსთან“ 56:70 წააგო და ფინალში გასვლა გადაედო. მილანელებმა, რომლებმაც სერიის საწყისი 2 შეხვედრა წააგეს, საერთო ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს – 1:2.
 
მილანში წაგებულ შეხვედრაში ქართველი უკანახაზელი ერთ–ერთი საუკეთესო იყო. მარკოიშვილი აგრძელებს ტრადიციას: მან ნახევარფინალური სერიის წინა 2 მატჩის დარად ახლაც 7 ქულა მოაგროვა. მანუჩარმა მოედანზე 27 წუთი გაატრა, რის განმავლობაშიც 4–დან 2 ორწულიანი და 4–დან 3 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. საბოლოოდ მარკოიშვილს 7 ქულასთან ერთად 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა დაუგროვდა. მას საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით კანტუელთაგან მხოლოდ მარკო შჩეკიჩმა აჯობა.
 
შეგახსენებთ, რომ სერია სამ მოგებამდე გრძელდება, ხოლო მომდევნო მატჩი კვლავ მილანში, 5 ივნისს გაიმართება.