მე–3 ადგილისთვის მატჩში “სამედიცინომ” “ნიკეა” დაამარცხა

მე–3 ადგილისთვის მატჩში “სამედიცინომ” “ნიკეა” დაამარცხა

მესამე ადგილის მფლობელი „სამედიცინო“ გახდა. მედიკოსებმა დღეს
აგრარული უნივერსიტეტის დარბაზში „ნიკეა“ 87:79 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს
დასჯერდნენ.

„სამედიცინოს“ გაცილებით შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა, ჩემპიონობა
სურდა, მაგრამ ნახევარფინალში „ჰიუნდაისთან“ დამარცხდა და ახლა ბრინჯაოს მედლებით
თუ დაიმშვიდებს თავს.

შეხვედრა „სამედიცინოს“ უპირატესობით დაიწყო და მედიკოსებს ლიდერობა
თამაშოს ბოლომდე ხელიდან არ გაუშვიათ, თუმცა იყო მომენტები, როცა მდევარი „ნიკეა“ ჩამორჩენას
5–6 ქულამდე შეამცირებდა, თუმცა წინ გასაჭრელად ძალები აღარ ყოფნიდა.

პირველი მეოთხედი  „სამედიცინომ“
27:14 მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი ლიდერობა 16 ქულამდე გაზარდა. მესამე
ათწუთეული „ნიკეამ“ გიორგი ტეტელაშვილისა და ლუკა ჭოხონელიძის ძალისხმევით 27:20
მოიგო, თუმცა როგორც ვთქვით, ბოლო მეოთხედში ძალები აღარ ეყო.

მედიკოსებში ისევ მერაბ ბოქოლიშვილი გამოირჩა, რომელმაც 33 ქულა
მიითვალა, ხოლო კახა მუმლაძემ 19 ქულით დაასრულა თამაში. „სამედიცინოს“ გუნდი მე–3
ადილოსნისთვის განკუთვნილი მედლებით 17 მაისს, 20–წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური
სერიის მეორე მატჩის დაწყებამდე, სპორტის სასახლეში დაჯილდოვდება. შეგახსენებთ,
რომ ფინალში ერთმანეთს რუსთავის „ენერჯი–ინვესტი“ და „ჰიუნდაი“ ხვდებიან.

სტატისტიკა: http://u-20.ge/playoff/09-10/result/175

ფოტოგალერეა: http://u-20.ge/gallery.php?cat=4