საქართველო 2022 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ფანჯარას უმასპინძლებს, რომლის ფარგლებში, ე.წ „ბაბლის“ პრინციპით, თბილისის სპორტის სასახლეში, ოთხი შეხვედრა გაიმართება:
19 თებერვალი
- ფინეთი-შვეიცარია 16:00
- საქართველო-სერბეთი 19:00
21 თებერვალი
- სერბეთი-შვეიცარია 16:00
- საქართველო-ფინეთი 19:00
„ბაბლის“ სისტემით, ოთხივე ეროვნული ნაკრები – საქართველო, სერბეთი, ფინეთი და შვეიცარია თბილისში შეიკრიბება, ერთ სასტუმროში იცხოვრებს და გარეთ გასვლა აეკრძალება. გუნდები მხოლოდ ვარჯიშებისთვის და თამაშებისთვის გადაადგილდებიან და ერთმანეთთან შეხება, გარდა მატჩების დღეს უშუალოდ სათამაშო მოედნისა, არ ექნებათ.
აღნიშნული რეგულაციებით, საკვალიფიკაციო მატჩების ჩატარება საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციამ (FIBA) კოვიდ 19-ის პანდემიის გამო გადაწყვიტა.
2021 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებზე დასასწრებად მედიისთვის აკრედიტაციების მიღება მიმდინარეობს FIBA-ს ვებ-გვერდზე www.accreditation.fiba.com და გაგრძელდება 15 თებერვლამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის და კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმართეთ კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეს-სამსახურს: press.gbf@gmail.com