მედიის საყურადღებოდ! აკრედიტაციები საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე

მედიის საყურადღებოდ!  აკრედიტაციები საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს.  29 ივნისს ქართველი  კალათბურთელები სერბეთის ნაკრებს უმაპინძლებენ, ხოლო 2 ივლისს- ავსტრიას.  ორივე შეხვედრა თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გაიმართება.

თამაშებზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად მითითებულ ლინკზე – https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 25 ივნისი.

საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს.