25 თებერვალს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში გერმანიას უმასპინძლებს. მატჩზე დასწრების მსურველი ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო.
განაცხადი უნდა გაკეთდეს ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად მითითებულ ლინკზე – https://accreditation.fiba.com/fiba-publicregistration/en-US/Account
აპლიკაციების მიღება 19 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის საწყისი მატჩები გასული წლის ნოემბერში გერმანიასა და სერბეთში, ამ ქვეყნის ნაკრებებთან გასული წლის ნოემბერში გამართა. ჩვენი გუნდი 23 თებერვალს ვენაში, ავსტრიასთან ითამაშებს, ხოლო 25 თებერვალს, თბილისში გერმანელებს უმასპინძლებს.
აღნიშნულ მატჩზე აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს.