მედიის წარმომადგენლების საყურადღებოდ – ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

მედიის წარმომადგენლების საყურადღებოდ – ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში
ისლანდიასთან გადამწყვეტ დაპირისპირებამდე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 25 თებერვალს ვარჯიშს გამართავს, რომლის ბოლო 15 წუთი ღია იქნება მედია წარმომადგენლებისთვის. ჟურნალისტებს ვთხოვთ თბილისი არენაზე (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამოცხადდნენ 20:15 წუთზე.
 
26 თებერვლის მატჩზე აკრედიტირებული ჟურნალისტები, სათანადო ბეიჯების მიღებას თბილისი არენაზე გახსნილ აკრედიტაციების ცენტრში, 26 თებერვლის 17:00 საათიდან შეძლებენ.