მეხუთე ადგილი “დინამოსია”

მეხუთე ადგილი “დინამოსია”

თბილისის „დინამო“ მე–5 ადგილის მფლობელია. დავით თორთლაძის გუნდმა
დღეს სეზონის ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და „ქუთაისი“ 115:57 გაანადგურა. მე–7 ადგილი კი სტუ–მ “მაკაბის” აართვა.

დინამოელებმა ქუთაისელებს შანსი პირველივე მეოთხედში გადაუწურეს. სწრაფი
და გააზრებული თამაშის წყალობით თბილისელებმა საწყისი ათწუთეული 29:12 მოიგეს,
ხოლო დიდი შესვენების შემდეგ უკვე 33 ქულით ლიდერობდნენ.

დინამოელთაგან ერთბაშად 6 მოთამაშე ასცდა ათქულიან ზღვარს, რომელთაგან
საუკეთესო შედეგი ირაკლი ალხანაიძემ აჩვენა 22 ქულითა და 10 მოხსნით.
მე–7 ადგილისთვის მატჩი უფრო დაძაბული გამოდგა. თავიდან ბოლომდე შეხვედრა ქულა–ქულაში მიდიოდა. ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა დაწინაურებას. ბოლო წუთებზე კი სტუ–მ იმარჯვა და მე–7 ადგილს დაეუფლა.
ორივე გუნდში გამოკვეთილი ლიდერები იყვნენ. სტუ–ში ლევან გვანცელაძე და ზვიად დეკანოიძე, რომელთა გარდა ვერავინ ასცდა ათქულიან ზღვარს. დეკანოიძემ 26 ქულა მიითვალა, გვანცელაძემ კი 27 ქულა და 12 მოხსნა.
მაკაბელთაგან კი ტრადიციულად გიორგი რევაზაშვილი გამოირჩეოდა, რომელმაც სეზონში სარეკორდოდ ბევრი – 23 საჯარიმო ესროლა, რომელთაგანაც ტექნიკოსთა კალათში 18 მოათავსა. საბოლოოდ რევაზაშვილმა 37 ქულა და 12 მოხსნა დააგროვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. “მაკაბის” წაგების ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი იყო, რომ ამ გუნდმა შეცვლის გარეშე ჩაატარა მთელი მატჩი. ხუთივე სასტარტო მოთამაშემ 40–40 წუთი დაჰყო მოედანზე.

სტატისტიკა: “დინამო” – ” “ქუთაისი”  “მაკაბი” – სტუ

ფოტოგალერეა:”დინამო” –  “ქუთაისი”