მემორიალის ფინალში რუსთაველები “ნტდ–თბილისს” შეხვდებიან

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალი. რუსთავი. 23 დეკემბერისასოფლო 87:64 შსს22:15 12:21 19:12 34:16
სასოფლო: წივწივაძე (11), მარხვაშვილი (27), გ. ბარბაქაძე (16), ტყეშელაშვილი (16 ქულა, 11 მოხსნა), ათანლიშვილი (3); ყვლაშვილი (12), გულისაბედაშვილი (2), თვაურიშსს: ნინუა (8), ფაიქრიძე, ბერუაშვილი (4), აბულაძე (11), შენგელია (11); გოლეთიანი (16), ბ. ნოზაძე (8), პატარაია (6), მიქაბერიძე, ბაქრაძე, ბერია, გურგენიძემსაჯები: ზაზა მაჩალაძე, დავით მაჭავარიანიკომისარი: მურმან ქურიძე
მაკაბი 68:87 ნტდ-თბილისი22:22 14:24 19:23 13:18
მაკაბი: კილაძე (13), თევზაძე (6), არონია, მეზვიშვილი, ანთაძე (14), ლონდარიძე (26 ქულა, 17 მოხსნა), ჯავახიშვილი (2), რევაზიშვილი (2), ბიბილური (5)ნტდ: ტეტელავილი (5), ჩიტაშვილი (16), ფაშაევი (5), სარიევი (11), ნუფთალიევი (4), დ. ბარბაქაძე (16), გლოველი (5), როდუმტა (2), სუხიშვილი (7), კეიდია (7), კოღუაშვილი (2), ბახშიევი (7)მსაჯები: მაკა კუპატაძე, ხათუნა გაბედავაკომისარი: მურმან ქურიძე

მაკაბი – ნტდ
მაშ ასე, ქორქია-საკანდელიძის მემორიალზე ორივე ფინალისტი ცნობილია. დღეს რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში ამ ტურნირის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ხვალ ოლიმპიური ჩემპიონების ხსოვნის თასის მფლობელიც გამოვლინდება.ერთმანეთს თასის მოქმედი მფლობელი “ენერჯი-ინვესტი” და ამ სეზონის დაწყების წინ შექმნილი “ნტდ-თბილისი” შეხვდებიან. რუსთაველებმა ფინალის საგზური გუშინ “სასოფლოს” ძლევით გაინაღდეს, დღეს კი ისვენებდნენ და ხვალინდელ ფინალსაც ალბათ ნტდ-ზე დასვენებული შეხვდება.ნუგზარ კანდელაკის “ნტდ-თბილისმა” დღეს “მაკაბის” დამარცხებით მოიპოვა ფინალში თამაშის უფლება. პრინციპში, ასე რომ არ მომხდარიყო, ეს იქნებოდა გასაკვირი, არათუ ის, რომ ენტედელებმა იოლად დაამარცხეს ჯამლეტ ხუხაშვილის გუნდი.შეხვედრა საინტერესო მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, სანამ ანგარიში თანაბრად იზრდებოდა. ახალგაზრდა მაკაბელები მონდომების წყალობით უძალიანდებოდნენ გაცილებით ძლიერ მეტოქეებს. ილია ლონდარიძემ თავი განსაკუთრებულად გამოიჩინა და ტურნირის რეკორდი დაამყარა ფარიდან ასხლეტილი ბურთების მოხსნაში _ 17 მოიხელთა, რასაც 26 ქულაც მოაყოლა.

ენტედელი მიხეილ ჩიტაშვილი (#5) და მაკაბელი ზურაბ ბიბილური ბურთისთვის ჭიდაობენ
თუმცა ერთი მოთამაშის აქტიურობა რომ გუნდური წარმატების საწინდარი არაა, მალე გმოჩნდა და გაცილებით გააზრებულად მოქმედი ენტედე-ლები პირველი მეოთხედის შემდეგ დაწინაურდნენ. მიხეილ ჩიტაშვილმა და ახლახან თსუ-დან გადასულმა დავით ბარბაქაძემ სისწრაფე და მიზანი შემატეს ენტედე-ს და ნუგზარ კანდელაკის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ წინ რომ გაიჭრა, უპირატესობა თამაშის ბოლომდე ხელიდან აღარ გ უშვია.მეორე მატჩი სატურნირო თვალსაზრისით არაფრისმომცემი გახლდათ, რაკი “სასოფლოსა” და შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგული ჰქონდათ. ამიტომაც იყო, რომ “ძალოვნებმა” ზედმეტი დაძაბულობის გარესე დაიწყეს თამაში და მთელი პირველი ტაიმი უძალიანდებოდნენ გაცილებით დიდი ამბიციიც მქონე “სასოფოს”. ვეტერანი კახა შენგელია ფარქვეშ ჩვეულად აქტიური იყო, ბექა გოლეთიანი კი პერიმეტრიდან ითვლიდა ქულებს და პირველი ტაიმიც შსს-მ 36:34 მოიგო.დიდი შესვენების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და “სასოფლომ” მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა. გიორგი მარხვაშვილმა და ლევან ტყეშელაშვილმა სამქულიანების წარმატებით სროლას მიჰყვეს ხელი, სწრაფი შეტევების ორგანიზებასაც ჩინებულად ართმევდნენ თავს სასოფლოელები და საბოლოოდ ყველაფერი მათ სასარგებლოდ დასრულდა _ 87:64.ხვალინდელი ფინალი “ენერჯი-ინვესტსა” და “ნტდ-თბილისს” შორის 15 საათზე გაიმართება.