მემორიალის პირველი ფინალისტი გამოვლინდა: შსს

მემორიალის პირველი ფინალისტი გამოვლინდა: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდი დუდუ დადიანის ფინალის პირველი მონაწილეა. დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თსუ-ს იოლად მოუგო და ამ ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა. „ძალოვნები“ გასული გათამაშების ფინალშიც იყვნენ, თუმცა მაშინ რუსთავის „ენერჯი-ინვესტთან“ დამარცხდნენ.
 
შინაგან საქმეთა გუნდი მიმდინარე სეზონის წინ კარგად დაბალანსდა და შედეგიც სახეზეა. უსტიაშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა დადიანის მემორიალის ყველა მეტოქე იოლად დაამარცხეს და ფინალშიც, ცხადია, მხოლოდ გამარჯვებას გეგმავენ. მათი მეტოქე საღამოს 5 საათისთვის გამოვლინდება, „ქუთაისისა“ და თსსუ-ს მატჩში.
 
რაც შეეხება შსს–თსუ-ს შეხვედრას, მისი პირველი ტაიმი „ძალოვანთა“ სრული უპირატესობით წარიმართა და 56:31 დასრულდა. ეს წარმატება გუნდის ყველა წევრის დამსახურება იყო, რომელთა შორისაც ბექა წივწივაძე 16-ით, ხოლო რობო კრეპსი 12 ქულით გამოირჩნენ.
 
მეორე ტაიმში თამაშის სცენარი არ შეცვლილა. შსს-მ მოპოვებული უპირატესობა მესამე მეოთხედში კიდევ უფრო გაზარდა და გადამწყვეტ ათწუთეულს 29-ქულიანი ლიდერობით შეხვდა. დარჩენილ დროში თსუ-ს კალათბურთელები ბევრს ეცადნენ, თუმცა გამართულად მოთამაშე „ძალოვნების“ წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ და დადიანის მემორიალში პირველი მარცხი განიცადეს, რის გამოც პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ.
 
შსს-ს რიგებში ორმაგი დუბლით აკაკი დვალიშვილი (17 ქულა, 11 მოხსნა) გამოირჩა, ხოლო „ძალოვანთა“ ამერიკელმა ლეგიონერმა კვლავ სტაბილურათ ითამაშა და 27 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. შეხვედრის ბომბარიდი კი წივწივაძე გახდა, რომელმაც 19 ქულა ისე დააგროვა, რომ ერთი ჯარიმაც არ მიუღია – მასზე კი მეტოქეებმა 7-ჯერ დაარღვიეს წესი.
 
თსუ-ს 15 ქულით სოსო შერმადინმა ულიდერა, 13 ქულა ჰქონდა თორნიკე ნინიაშვილს, 11 – მიხეილ ჩიტაშვილს, 10 კი მიხეილ ფანჩულიძეს.
 
საბოლოო ცხრილი
 
შსს            3          3          0          6
თსუ               3          2          1          5
სტუ               3          1          2          4
დინამო         3          0          3          3
 
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 8 ოქტომბერი
შსს 96:69 თსუ
32:19, 24:12, 23:19, 17:19
შსს: ლაფანაშვილი (2), ნიკოლაძე, ლონდარიძე (12 ქ, 7მ), ლომოური (3), თენიეშვილი (6), ტუჯანი (6), წივწივაძე (19), იმნაძე (8ქ, 9მ), დვალიშვილი (17ქ, 11მ), კრეპსი (16ქ, 8მ), ბოქოლიშვილი (7)
თსუ: დ. ბერიშვილი (6), ფანჩულიძე (10), კოხრეიძე, თავამაიშვილი, კორკოტაძე (4), მარკოიშვილი (2), ნინიაშვილი (13) ჩიტაშვილი (11), ხიზანიშვილი (5), შერმადინი (15ქ, 7მ), ჩქარეული (3)
მსაჯები:  მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშილი, გურამ მიქელაძე
კომისარი: მერაბ რატიშვილი