მეოთხედფინალური შეხვედრების შედეგები

მეოთხედფინალური შეხვედრების შედეგები

  ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა
20-წლამდელთა მეოთხედფინალურ
შეხვედრებს უმასპინძლა.

დღის პირველ მატჩში 
ნახევარფინალური საგზურისთვის ერთმანეთს
,,სოხუმი“ – ,,კარდინალი“ დაუპირისპირდნენ,

სადაც სოხუმელებმა 74:71 იმარჯვეს.
შეხვედრის საწყისი ათწუთეული ,,კარდინალის“ უპირატესობით
წარიმართა, რომელიც დაცვაში ჩინებულად გაისარჯა და პერიოდის დასრულებამდე დაახლოებით
2  წუთით ადრე 14:3 დაწინაურდა. საინტერესოა,
რომ თამაშის ამ მონაკვეთში ,,ზღვისპირელებმა“ მხოლოდ სამი 3-ქულიანი ჩააგდეს. პირველ
მეოთხედში მოწინააღმდეგე გუნდმა სოხუმელებს ფარქვეშიდან სროლის საშუალება პრაქტიკულად
არ მისცა და პერიოდში 14:9 დაწინაურდა.   

მეორე მეოთხედში სოხუმის გუნდი გააქტიურდა და 2-ქულიანი
სხვაობა დააფიქსირა – 20:22, ხოლო პერიოდის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ანგარიშის გათანაბრებაც
მოახერხა – 24:24. დარჩენილ დროში ,,კარდინალმა“ შეძლო მობილიზება და დიდ შესვენებაზე
4-ქულიანი უპირატესობით, 31:24 გავიდა. მესამე მეოთხედში სოხუმელები მდევრის როლში
იმყოფებოდნენ და აღნიშნული პერიოდის ბოლოს  3-ქულით ჩამორჩნენ მეტოქეს – 49:52.  

დრამატული გამოდგა დასკვნითი, გადამწყვეტი მეოთხედი,
რომლის პირველივე წუთზე სოხუმელებმა  ანგარიში
გაათანაბრეს  და 52:52 დააფიქსირეს. ამის შემდეგ
თამაში ქულა-ქულაში წარიმართა, თუმცა ,,ზღვისპირელებმა“ აჯობეს მეტოქეს და შეხვედრის
მიწურულს 71:63 გავიდნენ წინ.  მიუხედავად ამისა,
,,კარდინალმა“ შეძლო მეტოქის დაწევა და შეხვედრის დასრულებამდე 19 წუთით ადრე მინიმალური
სხვაობა დააფიქსირა – 71:72.  დარჩენილ დროში
სოხუმელებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება და მისცეს და ნახევარფინალური საგზური მოიპოვეს.
 გამარჯვებულებს ორმაგი დუბლით ოთო ბულიავამ
ულიდერა, რომელმაც  23ქულა და 11 მოხსნა მიითვალა.
ორმაგ დუბლამდე ერთადერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა ბულიავას თანაგუნდელ დიმიტრი
დვალიშვილს (13 ქ.9პ), ხოლო ,,თბილისის კარდინალების“ მხრიდან ორმაგი დუბლი გიორგი
ხარაძემ (15ქ.13მ) და გიორგი კალანდაძემ (19ქ.10პ)  შეასრულეს.  

,,დინამოსა“ და ,,რუსთავის“ შეხვედრა დინამოელთა სასარგებლოდ
წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც 112:89 დაამარცხეს მეტოქე და
ნახევარფინალში გავიდნენ. შეხვედრის პირველ ნახევარში დინამოლებმა 9-ქულიანი უპირატესობა
მოიპოვეს და ტაიმში 51:42 დაწინაურდნენ. მესამე მეოთხედის მიწურულს რუსთაველებმა აქტიური
თამაშის წალობით სხვაობა 4-ქულამდე შეამცირეს – 74:78,  ხოლო მეოთხე პერიოდის მე-4 წუთზე 81:85 დააფიქსირეს.
მიუხედავად ამისა, შეხვედრის დარჩენილი დრო დინამოლებმა ძალიან მობილიზებულად ჩაატარეს
და აღნიშნული პერიოდის შუაწელში 91:85 გავიდნენ წინ.  ამის შემდეგ მასპინძლებმა მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვეს
და მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 2:38 წუთით ადრე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს
– 103:87. ,,ქვემოქართლელებმა“ მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და პლეიოფს ნაადრევად გამოეთიშნენ.
  ,,დინამოს“
შემადგენლობაში 21-21 ქულა გიორგი ორმოცაძემ და გიგა მეხრიშვილმა დააგროვეს, ხოლო ამ
უკანასკნელმა 13 მოხსნაც მიითვალა და ორმაგი დუბლის ავტორი გახდა. ორმაგი დუბლი შეასრულა
ირაკლი ალხანაიძემაც, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა და 10 მოხსნაა. ,,რუსთავის“ მხრიდან
კი ორმაგი დუბლი გიორგი ოქროჭელიძემ (23ქ.10მ) და შოთა ნარჩომაშვილმა (10ქ.11მ) მიითვალეს.
 
დღის ბოლო მატჩში გამოვლინდა კიდევ ერთი ნახევარფინალისტი,
რომელიც  შსს აკადემიასა და ,,ოლიმპს“
შორის უნდა გარკვეულიყო. აკადემიელებმა 76:61 დაამარცხეს  მეტოქე და ნახევარფინალში გავიდნენ. შსს-ს გუნდმა
თავიდანვე მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნდა და მეტოქეს დამაჯერებლად
სძლია. ,,ძალოვნები“ პირველ ათწუთეულში 19:10 დაწინაურდნენ, ხოლო მეორე მეოთხედის მესამე
წუთზე 23:10 გავიდნენ წინ. შეხვედრის მეორე ნახევარში შსს აკადემიამ პოზიციები კიდევ
უფრო გაიმყარა და მესამე პერიოდის შუაწელში სოლიდურ უპირატესობას უწია – 51:30. დასკვნით
მეოთხედში ოლიმპელებმა მეტოქესთან ვერაფერი გააწყეს და პლეიოფს გამოეთიშნენ.
შსს კადემიას 18 ქულით მერაბ ბოქოლიშვილმა ულიდერა,
ხოლო 16 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი შოთა გელაზონიას ანგარიშზეა. ,,ოლიმპის“
მხრიდან გამოირჩა ლუკა მინაშვილი, რომელმაც საკუთარ გუნდს 17 ქულა შესძინა. 

მაშ ასე, 20-წლამდელთა ნახევარფინალში ერთმანეთს ,,დინამო“
– შსს აკადემია დაუპირისპირდებიან, ხოლო  სოხუმის
გუნდი  ,,ქუთაისსა“ და სტუ-ს წყვილს შორის გამარჯვებულს
დაუპირისპირდება.