მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს

მთელს მსოფლიოში ახლა ეროვნული ნაკრებების მატჩების დროა. თითქმის ყველა კონტინენტზე მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის თამაშები გაიმართება და ჩვენი ყურადღების კონცენტრაცია, რა თქმა უნდა, ევროპაზეა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ასპარეზობს. თუმცა მხოლოდ ჩვენი ეროვნული გუნდი არაა, აღნიშნული ტურნირის მატჩებში საქართველოს რომ წარმოადგენს.

ფიბა-ს ერთადერთი ქართველი კომისარი, მერაბ რატიშვილი, საკმაოდ პრინციპულ მატჩს მოემსახურება. ის იმუშავებს 2 მარტს პოდგორიცეში, სადაც მონტენეგროს ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. სხვათა შორის, ეს იმ ჯგუფის მატჩია, საიდან გასული 3 საუკეთესო საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასულებს რომ მეორე ეტაპზე დაუპირისპირდება.

2 მარტი. მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. პოდგორიცა (მონტენეგრო)
მონტენეგრო – საბერძნეთი
კომისარი: მერაბ რატიშვილი